ცოტნე დადიანი და ეროვნული ერთობა
http://events.darbazelebi.org/2011/12/blog-post.html
„კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი“, ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი, ცოტნე დადიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნეში. მისი რწმენა, სიყვარული და თავდადება თითოეული ქართველისათვის გმირობისა და ერთგულების მაგალითია. „კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა“ - ასე არის ნახსენები იგი „ქართვლის ცხოვრებაში“. სწორედ“ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს ცოტნე დადიანის შესახებ, რომელიც უმნიშვნელოვანესი წყაროა საქართველოს ისტორიისათვის.
მონღოლთა ბატონობისგან შეწუხებულ ქვეყანაში, ხალხისთვის განსაკუთრებით მძიმე სამხედრო სამსახური იყო.
მონღოლებს მაშინ განუწყვეტელი ომები ჰქონდათ შორეულ ქვეყნებში. საკუთარი ქვეყნისა და სახლ-კარის დიდი ხნით მიტოვება და შორეულ ლაშქრობებში მონაწილეობა ხალხს მძიმე ტვირთად აწვა. მამულიშვილები სამშობლო ქვეყნის დახსნას ცდილობდნენ.
გაიგო თუ არა ცოტნემ თანამოძმეთა ამბავი, სასწრაფოდ წავიდა ანისს, მოძებნა თავისი პატივაყრილი ამხანაგები, გაიხადა ტანზე, წაისვა თაფლი და ისიც სხვებთან ერთად მზეზე დაწვა.
ამ სამაგალითო სათნოებამ და იშვიათმა მეგობრულმა ერთგულებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ნოინზე, რომ მან თქვა: რადგანაც ქართველნი იმდენად სათნონი და კეთილნი ყოფილხართ, იმდენად ერთგულნი ერთმანეთისა, „ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვარ“- მიმართა ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლა. ასე იხსნა სახელოვანმა მამულიშვილმა ცოტნე დადიანმა რჩეული ქართველები საშინელი წამებისაგან. მისი რაინდობა ნათელი, მიმზიდველი, ყველაზე ღრმაადამიანური და ამაღლებულია. ერს ცოტნეს მაგალითი ვაჟკაცობასა და კეთილშობილებას უსახავს. მისი გმირობა გვასწავლის, რომ ცხოვრება განსაცდელით არის სავსე და ვაჟკაცი ამ ქვეყნად იმიტომ ჩნდება, რომ განსაცდელეს გაუძლოს. „განსაცდელის გაძლება კი მხოლოდ მაშინ შეუძლია ვაჟკაცს, როცა მართალია და სამშობლოსათვის ან სარწმუნოებისათვის ღებულობს სატანჯველს“-ამბობს გრ. აბაშიძე.